Pages

სიცილიური ორანჩინები


გარსისთვის:
250 გრამი ბრინჯი
600 გრამი წყალი
20 გრამი კარაქი
2 პატარა კვერცხის გული
პარმიჯანო
პატარა ხახვი

გულსართისათვის:
150 გრამი საქონლის გატარებული ხორცი
100 გრამი წითელი ღვინო
150 გრამი ტომატის სოუსი
ცოტა ბარდა (სურვილისამებრ)
მშრალი მოცარელა (ან სხვა რომელიმე დნობადი ყველი )
შავი პილპილი

ამოსავლებად:
ფქვილი
წყალი
მარილი

ზეთი შესაწვავად
მომზადების წესი

ბრინჯის "ქურქის" მოზადება:
ბრინჯს დავასხათ წყალი. დავაყაროთ მარილი . ხახვს მოვაჭრათ ბოლო ნაწილი მრგვალად ისე რომ არ დაიშალოს და ჩავაყოლოთ ხარშვისას. (გემო არ დაეტყობა უბრალოდ საჭიროა ბრინჯის შეწებებისთვის );
როდესაც ბრინჯი მოიხარშება - წყალი უნდა შეიწოვოს სულ (არ გადაწუროთ) ჩავაგდოთ კარაქი. პამიჯანო გახეხილი და კვერცხის გულები ცხელშივე ამოურიოთ და დიდ თეფშზე გადავიტანოთ. ხელით გავშალოთ ცომივით და დაველოდოთ სრულ გაციებას .

გულსართი:
ცოტაოდენი ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ ზეთში. დავაყაროთ ხორცი და გავაგრძელოთ შუშვა. მერე დავასხათ წითელი ღვინო და ბოლოს პამიდვრის სოუსი. დავაყაროთ გაროხი და ვადუღოთ მყარი კონსისტენციის მიღებამდე.

მოხვევა:
ავიღოთ გაციებული ბრინჯი გუნდებად სველი ხელებით და ჩავუდოთ გულასრთი და დაჭრილი ყველის კუბიკები. დავხუროთ და მივცეთ მსხლის არ ბურთის ფორმა. ამ ოპერაციის შესრულებისას ხელებს ვისველებთ წყალში .
ფქვილისა და წყლისაგან გავაკეთოთ თხელი არაჟნის სისქის მასა, ხელს რომ ამოურევთ მასაში ხელზე არა უნდა რჩებოდეს.
ბრინჯის ბურთები ამოვავლოთ ამ მასაში და მერე გადავაგოროთ სუხარში.
შემდეგ კი შევწვათ.

წყარო  ბეჭდვა


ხორცეულის კერძები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze