Pages

შნიცელი სტეიკი


კარაჯორჯის შნიცელი

Карађорђева шницла


500 გრამი ხბოს ხორცი (გამოდგება ძროხის ახალი,ნაზი ხორციც)
100 გ (ხაჭო)? (გერმანულად Frischkäse ქვია,სამწუხაროდ არც რუსულად არ ვიცი)
დაფხვნილი ორცხობილა (როგორც ჩვეულებრივი შნიცელისთვის)
2 კვერცხი
ზეთი,წიწაკაა, მარილი,
თხლად დაჭრილი რამდენიმე ცალი "ვიჩინა".

ხორცი თხელ დიდ შნიცელებად დავჭრათ და დავბეგვოთ,მოვაყაროთ მარილი და წიწაკა,წავუსვათ ჯამში მანამდე კარგად არეული Frischkäse, დავადოთ ვიჩინის თხელი ნაჭერი, შემდეგ დავახვიოთ (დავაგორგვალოთ), კბილის საჩიჩქნი ხის ღეროებით შევკრათ გვერდები.ამოვავლოთ ათქვეფილ კვერცხის გულში და შსმდეგ ორხობილას ფხვნილში. ფართო ტაფაზე ზეთში ჩვეულებრივი შნიცელივით ყველა მხრიდან შევწვათ. სერვირებისას ცხადია ვაცლით ხის ღეროებს, გარნირებას ვუკეთებთ ნახევარი ლიმონის ან ლიმეტის (Limette) ნაჭრით. მიირთმევენ ყველა სახის კარტოფილთან ერთად, იქნება ეს კლასიკური შემწვარი კარტოფილი, მოხარშული და მერე შემწვარი კარტოფილი, პიურე თუ რაც გვსურს.სოუზი საკუთარი სურვილით რასაც აირჩევთ.კლასიკურ ვარიანტში კი სოუზი არ ახლავს.

ასევე ჩვენი გემოვნების მიხედვით, რა სახის გარნიტურიც გვსურს. სურათებზე შემოთავაზებულია რამდენიმე ვარიანტი .

 

შნიცელი Schnitzel  http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=649&Itemid=55

ღორის ხორცის ფილე - 600 გრ (4 ცალი);

თეთრი პური - 3 ნაჭერი;

კვერცხი - 2 ცალი;

პურის ფქვილი - 1/2 ჭიქა;

ზეთი შესაწვავად;

მარილი, პილპილი



ხორცი უნდა იყოს 1-1.5 სმ სისქის ფართე ნაჭერი;



ინვენტარი: საბეგვი, 3 ღრმა ფართე თეფში, ტაფა;

მომზადების დრო: 20-25 წუთი.
მომზადების წესი

ხორცი გარეცხეთ, შეამშრალეთ, დაჭერით თხელ ნაჭრებად და დაბეგვეთ. დაბეგვილი ხორცი უნდა იყოს დაახლოებით 5-7 მმ სისქის;

პურის ნაჭრებს მოაშორეთ ქერქი და რბილი ნაწილი დააბლენდერეთ წვრილად (თუ დაბლენდერების საშუალება არ გაქვთ, მაშინ გამოიყენეთ ჩვეულებრივი სუხარის ამოსავლები ფხვნილი);

ერთ თეფშში ჩაყარეთ ფქვილი, შეურიეთ ცოტა მარილი, მეორეში ჩაასხით კვერცხი და ცოტა შეთქვიფეთ, მესამეში ჩაყარეთ დაბლენდერებული პური;

გაახურეთ ტაფა, დაასხით ზეთი და ისიც გაახურეთ;

ხორცს მოაყარეთ შავი პილპილი, ჯერ ამოავლეთ ფქვილში, შემდეგ კვერცხში და შემდეგ დაბლენდერებულ პურში.

დადევით კარგად გახურებულ ცხიმმოსხმულ ტაფაზე;

როცა ერთი მხრიდან შეიბრაწება გადააბრუნეთ მეორე მხარეს შესაბრაწად.. დაახლოებით საჭიროა 7-10 წუთი (გააჩნია ხორცის სისქესა და სტრუქტურას);

შემწვარი შნიცელი გადაიტანეთ კულინარიულ ქაღალდის ხელსახოცზე, ცხიმის დასაწდობად. სუფრაზე მიიტანეთ 2-3 წუთში;

სასურველია, შნიცელი გადაიტანოთ წინასწარ შემთბარ თეფშებზე;

 


წყარო  ბეჭდვა


ხორცეულის კერძები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze