Pages

საქონლის ხორცი ბოსტნეულით და ბარდით


ხორცი 1,200 კგ.
3 სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა
მწვანე ზეთის ხილი ერთი მუჭა
სტაფილო 2 ცალი
ხახვი 2 თავი
ნიორი 5-6 კბილი
250გრ. ბარდა ანუ CHICK PEAS(ქართულად არვიცი როგორ არის)
ზაფრანა,ცოტა რეჰანი,როზმარინი

დავალბოთ წყალში ბარდა(მთელი ღამით).
დავაწითლოთ ხორცის ნაჭრები(მსხვილად დაჭრილი),დავაყაროთ რგოლებად დაჭრილი ხახვი და ნივრის კბილები,5 წუთი კიდევ ვშუშოთ და გამოვრთად.
დავჭრათ მსხვილ მოგრძო ნაჭრებად სტაფილო,ბულგარული.
ქვაბში ძირზე დავყაროთ ბარდა,ზემოდან ხორცი დავაფინოთ,მოვაყაროთ მწვანილები და მწარე წიწაკაც,დავფაროთ ბოსტნეულით,ზეთის ხილი მოვაყაროთ და მოვასხათ ბულიონი ბოსტნეულისხორცი რომ დაფაროს!(თუ არაგაქვთ წყალი+მარილი გემოვნებით).შევდგათ ღუმელში 3 საათით 240 გრადუსზე.

პ.ს. მე როლტონის ბოსტნეულის ბულიონს ვხმარობ,მარილიც აქვს და გემრიელია.

ხორცი ბოსტნეულით http://forum.ge/?f=82&showtopic=33695603&st=945

1,5-2 კგ. ცხვრის ხორცი(ან საქონლის)
ბოსტნეული:
3-4 ცალი კარტოფილი(ოთხად გაჭრილი)
1 თავი თალგამი(репа)
2-3 თავი ხახვი
2-3 ცალი ბადრიჯანი
5-6 ცალი პამიდორი
1 ცალი დიდი კომში
3-4 ცალი ბულგარული წიწაკა(წითელი და მწვანე)
3 ცალი სტაფილო
კომბოსტოს ფოთლები
ძირა(მარცვალი) 1 ს.კ. მოვშუშოთ ცოტა

ბოსნტეული მსხვილ ნაჭრებათ დავჭრათ(უკეთესია ოთხად).თალგამს კანი გავაცალოთ მხოლოდ და ისე დავჭრათ,ბადრიჯანი კანიანად დავტოვოთ.
ხორცი დავჭრათ,თუ ცხვრის ხორცი გვაქვს მაშინ დუმა უნდა დავჭრათ და მოვშუშოთ(სანამ ცხიმი არგამოუვა),თუ საქონლის ხორცია მაშინ ნახევარი ნახევარზე კარაქი და ზეთი (ბლომად) ჩავასხათ ტაფაში და ხორცი შევაწითლოთ.
ამოვალაგოთ ტაფიდან ხორცის ნაჭრები და ჩავაყაროთ მოსაშუშათ(ცოტახნით)მსხვილად დაჭრილი კომშის ნაჭრები.
ამოვალაგოთ ცხიმიდან კომშის ნაჭრები და ჩავაყაროთ ხახვი(ნახევარ რგოლებად დაჭრილი).
ხახვზე დავალაგოთ ხორცის ნაჭრები ,მოვაყაროთ ძირა ცოტა,მარილი ,პილპილი.
ფენებათ დავალაგოთ ბოსტნეული,თან ცოტა მოვაყაროთ მარილი +ძირა.
ბოლო ფენად კომშის ნაჭრები დავალოგოთ.
ზემოდან გადავაფაროთ კომბოსთოს ფოთლები,მოვაყაროთ წითელი დაფქბილი წიწაკა,მარილი,ჩავასხათ 1 ჩ.ჭ.ადუღებული წყალი.
დავაფაროთ სახურავი და ძალიან მძიმედ მოვამზადოთ(მე 3 საათი ვშუშე).
ისე ხორცზეა დამოკიდებული მომზადების დროის ხანძლიობა.

წყარო  ბეჭდვა


ხორცეულის კერძები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze