Pages

ხორცის რულეტი,,მეგობრობა"


2 ც. ღორის კანჭი
1 კგ. ძროხის ხორცი
დაფნის ფოთოლი
ნიორი
მარილი
შავი პილპილის მარცვლები
2 თავი ხახვი

მოვხარშოთ კანჭები და ძროხის ხორცი კარგად.ხარშვისას წყალში ჩავყაროთ:დაფნა+პილპილის მარცვლები+ხახვი,ხარშვის დამთავრებამდე ,30 შუთით ადრე ჩავყაროთ მარილი,დავასრულოთ ხარშვა,ამოვიღოთ ლანგარზე ხორცი და გავაციოთ.ძროხის ხორცი სიგრძეზე ორ ნაჭრად გავჭრათ.

გულსართი:ნიორი დავჭრათ მრგვალ ფირფიტებად,დაუმატოდ შავი დაფქვილი პილპილი(შესაძლებელი ვარიანტია მოთუშული სოკოს დამატება).

კანჭი მოვათავსოთ მარლის ნაჭერზე, გავჭრათ ძვლის ადგილზე სიგრძეზე,გადავშალოთ წიგნივით,ამოვაცალოთ ძვალი,გავშალოთ გულსართი მთლიან ხორცზე,ჩაუდოთ ძროხის ხორცის ნაჭერი შუაში და მარლის ნაჭრით კარგად გადავკეცოთ(ანუ გახვეული იქნება ნაჭერში).ასე მოვამზადოთ მეორე კანჭიც.
მოვათავსოთ ეს გახვეული ხორცი ქვაბში და დავადოთ სიმძიმე.

12 საათში მზად არის.მოვაცილოთ მარლის ნაჭერი და დავჭრათ.

აი ასე უნდა გაიშალოს კანჭი და ძროხის ხორცი შუაში მოთავსდეს

წყარო  ბეჭდვა


ხორცეულის კერძები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze