Pages

ბრინჯი ღორის ხორცით


ხახვი - 2 საშუალო თავი
მწვანე ხახვი - 1 კონა
წითელი ბულგარული - 1 ცალი
ნიორი - 3 კბილი
გრძელი ფანტია ბრინჯი - 200-300 გრამი
ღორის მჭლე ხორცი - 200-300 გრამი (გააჩნია რამდენს გააკეთებთ ბრინჯს)
სოკო - 1 რკინის ქილა
ზეთი - ბოსტნეულის მოშაშუშად - ანუ ცოტა
კვერცხი - 2 ცალი
ლიმონის წვენი - ნახევარი ლიმონი ანუ
სოიოს სოუსი
ჩილი 

მომზადების წესი:
ბრინჯი მოვხარშოთ მარილწყალში (არ ჩაგეხარშოთ! ფანტია უნდა გამოვიდეს)
ამასობაში ღორის ხორცი დავჭრათ კუბიკებად, ხახვი ბულგარული ნიორი დავჭრათ წვრილად და ხორცი და ბოსტნეული ერთად მოვშუშოთ მაღალ ცეცხლზე (ჩინურ ვოკ-ში უფრო კარგად გამოვა - მაგრამ მე არ მაქვს ამიტომ ჩვეულებრივ დიდ ტაფაზე გავაკეთე)
განუწყვეტლად ვურიოთ და კარგად ჩაიშუშება (არ მიგვეწვას!) დავასხათ ათქვეფილი კვერცხი - და ვურიოთ განუწყვეტლივ სულ ბოლოს ჩავამატოთ სოკო (შამპინიონები - ჩვეულებრივი რკინის ქილაში რომ არის) ცოტა ხანი ჩავშუშოთ.
ცალკე დიდ ქვაბში მოხარშულ ბრინჯს დავასხათ სოიოს სოუსი, ლიმონი ჩავაწუროთ და ჩილი - ამოვურიოთ. მარილი არ უნდა იმიტომ რომ სოიოს სოუსში ბევრი მარილია და საკმარისია  
შევაერთოთ ეს ორივე მასა

წყარო  ბეჭდვა


ხორცეულის კერძები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze