Pages

ხორცი ბრინჯით


მოხარშე ხორცი, დაჭერი ცერისხელა ნაჭრებად, ნახარში შეინახე, გახეხე სტაფილო, წვრილად დაჭერი ხახვი
სქელძირიან ქვაბში ჩაასხი ცოტა ბევრი ზეთი, მოხრაკე ხორცი, ცოტა ხანში დაამატე სტაფილო და ხახვი, დაუწიე ძალიან, სტაფილო და ხახვი უნდა ჩადნეს, მერე დააყარე გარეცხილი ბრინჯი, ცოტა ზეთი კიდე ჩაუმატე, ზამთარში ნახარში, ზაფხულში კი არ გინდა, უბრალოდ, წყალი დაასხი, ორი თითის სიმაღლეზე და ნელ ცეცხლზე შუშე, ზემოდან მოაფრქვიე ძირა ან ბექგონდარა და შავი წიწაკა, ასევე მარილი, ცოტა რომ დააკლდება, სამი თავი ნიორი აიღე, ფოჩიანი მხრიდან თავი წააკვეთე ისე, რომ ნიორი გაშიშვლდეს და ამ მოთუხთუხე ბრინჯში ჩაფალი, როცა ფლავი გამზადდება, ნივრის თავები ამოიღე, გაგრილდება, გაფცქვენი და სუფრაზე მიტანის დროს ფლავით სავსე სინს ირგვლივ შემოუწყვე.....

წყარო  ბეჭდვა


ხორცეულის კერძები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze