Pages

შემწვარი ცხვრის ბარკალი


ბარკალი სასურველია იყოს თოხლის, რადგანმოზრდილცხვარს უფრო მაგარი ხორცი აქვს და ბატკანი კიდევ სრულიად უცხიმოა.
ხორცს გავუკეთოთ ბასრი დანით პატარა ჭრილები და ჩავაწყოთ 2-3 ნაწილად დაჭრილი ნივრის კბილები და როზმარინის წიწვები. შევაზილოთ ლიმონის წვენი, მარილი და შავი პილპილი. ჩავდოთ თავდახურულ ჭურჭელში და ერთი დღე გავაჩეროთ მაცივარში.
თუ ცხვარი ახალი დაკლულია თქვენს მიერ და სუფთად დამუშავებული, მარტო შეამშრალეთ და არ გარეცხოთ, თუ ნაყიდია, გარეცხეთ და შეამშრალეთ, რომ წყალი არ შეჰყვეს.
შეწვამდე შევაზილოთ ცოტა ზეითუნის ზეთი, მარილიც დავუმატოთ, დავდოთ ზეთიან ტაფაზე ან თუნუქის ფურცელზე (ჟარონკა),ზემოდან მოვუსვათ ცოტა დარბილებული კარაქი უკეთ დასაბრაწად, ტაფაზე მოვასხათ ერთი-ორი ჭიქა წყალი და შევდოთ ღუმელში თავიდან, შებრაწვას რომ დაიწყებს, იმ მომენტამდე მაღალ ცეცხლზე, შემდეგ კი დაბალი ცეცხლი მივცეთ მომზადებამდე. პერიოდულად ვუმატოთ წყალი და გაშვებული ცხიმიანი სითხე ვასხათ ბარკალს ზემოდან. ხრაშუნა კანს რომ გაიკეთებს და შიგნიდან დარბილდება - მზად არის. 

ფრანგები მიირთმევენ ასეთი სოუსით:
1 სუფრის კოვზი ფქვილი გავხსნათ ხორცის შენამწვავ ცხიმში, მოვურიოთ, დავუმატოთ 2 ჭიქა წითელ ღვინო და ვადუღოთ 5 წუთის განმავლობაში. გავუწყოთ მარილი, შავი პილპილი, მუსკატი და კოჭა(იმბირი). სოუსი უნდა სისქით თხელ არაჟანს ჰგავდეს, ამიტომ თუ თავისი წვენი არ ეყო, დაამატეთ ანადუღარი წყალი და ისე მოხარშეთ.

PS. თუ ცოტა მომწკლარტო გემო დაჰკრავს ღვინოს, მაშIნ დაუმატეთ 1-2 ჩ/კ შაქრის ფხვნილი.

წყარო  ბეჭდვა


ხორცეულის კერძები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze