Pages

ლასანიე ბოლონიესე


ბოლონიესე სოუსი:
1 ცალი საშუალო ზომის ხახვი წვრილად დაჭრილი
2 ცალი საშუალო ზომის სტაფილოები წვრილად დაჭრილი
2 საშუალო ზომოს ნიახურის ბოლქვი წვრილად დაჭრილი
100 გრამი წვრილად დაჭრილი ჰაერზე გამომშრალი(ან შებოლილი) შაშხი
200 გრამი დაკეპილი საქონლის ხორცი
200 გრამი დაკეპილი ხბოს ხორცი
150 კარგად დაკეპილი ქათმის ღვიძლი
4 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
4 სუფრის კოვზი კარაქი
0,5 კგ დაჭყლეტილი ქილის ან გადამწიფებული პომიდვრის პიურე
ნახევარი ჭიქა თეთრი ღვინო
მარილი და პილპილი გემოვნებით
დაფქვილი მუსკატის კაკალი თითებით აღებული
ცოტა დაფქული წითელი წიწაკა
ჭიქის 3/4 ხორცის ბულიონი
ჭიქის 1/2 დან 3/4 დე ნაღები

სქელძირიან ტაფაში გააცხელეთ კაქი და ზეთი ერთად საშუალო მხურვალებით.
ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ბოსტნეული ტაფაში და თუშეთ მანამდე, სანამ არ დარბილდებიან. ჩააყარეთ ყველა სახეობის ხორცი და მანამდე შუშეთ, სანამ დაბრაწვას არ დაიწყებს ფსკერზე. დაასხით ღვინო, თან ურიეთ მანამ, სანამ არ აორთქლდება და ხორციც ლამაზად არ დაიბრაწება. დაუმატეთ პომიდვრის პიურე და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 30 წუთი. ამის შემდეგ დაამატეთ ხორცის ბულიონის ნახევარი. ტაფას დაახურეთ სახურავი და 45 წუთი დაბალ ცეცხლზე ნელა ათუხთუხეთ, თან ბულიონის მეორე ნახევრიდან წაამატებთ, თუ ძალიან შესქელდა სოუსი. ბოლო 5 წუთის განმავლობაში ჩაამატეთ ნაღები. თან ურიეთ რომ სასიამოვნოდ ღია ფერი მიიღოს. გადმოდგით ტაფა და დაასვენეთ.

თეთრი სოუსი:

4 სუფრის კოვზი უმარილო კარაქი
ჭიქის 1/4 ფქვილი
0,5 დან 0,75 ლიტრამდე რძე
მარილი
ცოტა, თითებზე, დაფქული მუსკატის კაკალი

კარაქი გავადნოთ სქელძირიან დაბალ ქვაბში. დავამატოთ ფქვილი. 1, ან 2 წუთი ვადუღოთ, მაგრამ არ შევბრაწოთ. რევა-რევაში ნელ-ნელა ვამატოთ რძე, რომ კოშტები არ გაჩნდეს. გააგრძელე ხარშვა და რევა მანამდის, სანამ არ შესქელდება სოუსი. შემდეგ გემოვნებით ჩააყარეთ მარილი, მუსკატის კაკალი და თეთრი პილპილი. გადმოდგიც და გააცივეთ, მაგრამ რამე დააფარეთ, რომ ქერქი არ წარმოიშვას ზედაპირზე.

პასტის ფირფიტების მომზადება ბარილიას პაკეტზე წერია

გემოვნების მიხედვით დამატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ შედეგი ინგრედიენტები:

ჭიქანახევარი გახეხილი მოცარელლა
1 ჭიქა პარმიჯანო

ლასანიეს მომზადება:

მაღალ კიდეებიან ჰაერღუმელის ჭურჭელის ძირი მოფინეთ ხორცის სოუსის ფენით, შემდეგ ლასანიეს ფირფიტების ერთი ფენით დაფარეთ. შემდეგ ხორცის სოუსის ფენა. ისევ ლასანიეს ფირფიტების მეორე ფენა. ამის შემდეგ ფენა თეთრი სოუსის და მასზე მოაყარეთ მოცარელლა და პარმიჯანო. ასევე გააგრძელეთ, სანამ ყველა ფირფიტას არ გამოყენებთ. ბოლო ფენა უნდა იყოს თეთრი სოუსი, მოცარელლა და პარმიჯანოს ფენა. სულ ბოლოს ქარაქის პატარა ნაჭრები მოაყარეთ და შედგით 190 გრადუსზე გახურებულ ჰაერღუნელში 40 წუთით, ან მანამდის, სანამ ზედაბირზე ლამაზი შებრაწული ფენა არ გამოჩნდება.







 

წყარო  ბეჭდვა


ხორცეულის კერძები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze