Pages

ღვიძლი ვენეციურად


500გ ღვიძლი (სასურველია ხბოსი ან დეკეულის),
150გ ფქვილი, 
100გ ყველი, 
200 მლ 22%-იანი ნაღები, 
0.5 ჭიქა თეთრი ღვინო, 
3 თავი ხახვი, 
კარაქი და ზეთი შესაწვავად, 
მარილი, შავი პილპილი, რეჰანი, შაშკვლავი
ხახვი დავჭრათ თხელ ნახევარწრეებად და შევწვათ კარაქის და ზეთის ნარევში ცხელ ტაფაზე. 
მოგრძო თხელ ნაჭერებად დაჭრილი ღვიძლი ამოვავლოთ ფქვილის, მარილის და პილპილის ნაზავში და ხახვთან ერთად 6-7 წუთის განმავლობაში შევწვათ მაღალ ცეცხლზე. დავამატოთ ნახევარი ჭიქა ღვინო და დავტოვოთ ცეცხლზე ღვინის ამოშრობამდე. დავასხათ ათქვეფილი ნაღები და გავაჩეროთ 2-3 წუთი მუდმივი მორევით. ბოლოს მოვახეხოთ ყველი,2 წუთით დხავხუროთ თავზე და გადმოვდგათ ცეცხლიდან. მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი.

წყარო  ბეჭდვა


ხორცეულის კერძები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze