Pages

ბოზბაში


კლასიკური ბოზბაში ხაშლამის წვენზე იხარშება. თუ ხაშლამის წვენი არ გაქვს, არც ეგ არაა პრობლემა!
მოკლედ, ცხვრის ხორცს ჭრი, ასხამ წყალს (ან ხაშლამის ბულიოპნში ჩაყრი), დუმა დაუჭრელად ჩადე. როცა ქაფი მოეხდება, ერთიორი წამოდუღების შემდეგ დუმა უკან ამოიღე და გააგრძელე ხარშვა. დუმა გაატარე ხორცსაკეპ მანქანაში და როცა ხორცს მოხარშვამდე ცოტა დააკლდება, ჩაუშვი უკანვე ქვაბში. მოიტოვე ცოტა, რომ ხახვი მოშუშო.ხახვი წვრილად უნდა დაჭრა.მოშუშულ ხახვთან ერთად წვენს ვუმატებთ დაფნის ფოთოლს, ძირას, ბაჰარს, სულ ცოტა ნიორს, შავ პილპილს,მარილს,ცოტა წითელ წიწაკას, სურვილის მიხედვით ცოტა ქონდარს ან ბეგქონდარას, ცოტა იმბირს, ტომატის პასტას.ყველაზე ბოლოს წვრილად დაჭრილ მწვანილებს - ოხრახუში, ქინძი, პიტნა.
   

წყარო  ბეჭდვა


ხორცეულის კერძები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze