Pages

ხალადეცი


მომზადება:
ღორის თავ-ფეხი გავასუფთავოთ, რაც შეიძლება კარგად გავრეცხოთ. ფეხები გავჭრათ შუა-შუა; თავი კი გავჭრათ ოთხად, მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ ბლომად წყალი და დავადგათ მოსახარშად. დუღილის დროს ჩავამატოთ ხახვი, სტაფილო, დაფნის ფოთოლი, პილპილი. როდესაც ხორცი ისე მოიხარშება, რომ ჩაიშლება და ძვლებს მოშორდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან, ამოვალაგოთ ნახარშიდან, მოვაშოროთ ძვლებს რბილობი და დავჭრათ წვრილად, ჩავყაროთ სუფთა ქვაბში, ზევიდან დავაწუროთ თავისი ნახარში და ავადუღოთ. ადუღებისას შევანელოთ მარილით, დანაყილი ნივრით.
კერძის გაფორმების მიზნით, მოხარშული სტაფილო დავჭრათ თხელ ნაჭრებად, მოვათავსოთ განიერ ჭურჭელში, დავასხათ ზემოაღნიშნული ნახარში და გავაცივოთ. როცა გამაგრდება, დავჭრათ, გადმოვაბრუნოთ და გადმოვიღოთ ლანგარზე სუფრაზე მისატანად.
მასალა:
ღორის თავ-ფეხი - 4 კილოგრამი
ხახვი - 4-5 თავი
სტაფილო - 3-4 ცალი
ძმარი - 0,5 ჩაის ჭიქა
დაფნის ფოთოლი - 3-4 ცალი
ნიორი - 1 თავი
მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით
 
ლაბა http://forum.ge/?f=82&showtopic=34330612&st=420
2 ცალი გოჭის თავი (გაწმენდილ გასუფთავებული)
8 ცალი პოჭოკი (გოჭის ფეხუჩები)
3 ცალი ღორის ჩლიქი
1 კგ ხორცი (ბურვაკის, ღორის (უცხიმო) .... სულერთია)
ამას ჩაალაგებ ქვაბში ... დაასხავ წყალს ისე რომ დაიფაროს მთელი ხორცი ... ადუღდება მოხსნი ქაფს
ამას დაამატებ:
3 ცალი საშუალო ზომის ხახვს
5-6 ცალ დაფნის ფოთოლს
2ცალ საშუალო სტაფილოს
2-2 ჩაის კოვზ "დუშისტი" და შავ წიწაკის მარცვლებს (დუშისტი 3ც შეგიძლია)
1 დიდი თავი ნიორი
და ამას მოხარშავ ყველაფერს ისე რომ ხორცი უადვილესად მოსცილდეს ძვლებს ... ამისთვის დამჭირდა 4 საათამდე ხარშვა
შედეგ გადაწურავ წვენს და ცალკე დადგავ .... მაგიდის კუთხეში (ეს მთავარი და აუცილებელი დეტალია )
ამოაცლი სტაფილო-ხახვს-დუშისტის და შავ წიწაკას-სტაფილოს დაფნას და გადაყრი
ხორცს და ძვლებს გააცალკევებ და ძვლებსაც გადაყრი
ხორცხ დაჭრი წვრილად ... ჩაყრი მაგიდის კუთხეში მდგომ წვენში და ხარშავ შესქელებამდე (უნდა მიხვდე როდემდე ... სხვა გზა არ გაქვს)
გამორთავ ცეცხლს .... დაამატებ მარილს პილპილს და კიდე ცალკე გამზადებულ დანაყილ ნიორს გემოვნებით .... ჩააწურავ 1 (ან 2) ლიმონის წვენს .... ჩაასხავ ფორმებში ან რამეში და გაიტან ცივ ადგილას გასაცივებლად

წყარო  ბეჭდვა


ხორცეულის კერძები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze