Pages

გულიაში


1 კგ. საქონლის ხორცი(რბილი,საშვალო ნაჭრებათ დაჭრილი)
2 ცალი ბულგარული წიწაკა
2 ცალი კარტოფილი
1 ცალი ხახვი
2-3 კბილი ნიორი
2 ს.კ. პაპრიკა
1,5 ჩ.ჭ.წყალი
50 მლ. შავი ღვინო
300გრ. დაჭრილი პამიდორი
1 ს.კ. ტომატ პასტა
200გრ. სოკო(თუ გიყვართ)

ძალიან მაღალ ცეცხლზე ვშუშავთ ხორცის ნაჭრებს,ვამატებთ დაჭრილ ხახვს და დაჭ###ტილ ნიორს,ცოტახანს ვშუშავთ.
ვაყრით კუბიკებათ დაჭრილ კარტოფილს და ბულგარულ წიწაკას,ვამატებთ ტომატ პასტა+პაპრიკას,ვასხავთ წყალს და ძალიან დაბალ ცეცხლზე,თავდახურული,ვამზადებთ.
ხორცი გავსინჯოთ თუ თითქმის მზად არის ვამატებთ დაჭრილ პამიდორს და ვასხავთ ღვინოს+ვანელებთ მარილით,ვამზადებთ კიდევ 15 წუთის განმავლობაში.
წესით ფქვილით ასქელებენ გულიაშს მე კარტოფილის ხარჯზე შევასქელე,თუ თხელი წვენი მოგეჩვენათ შეგიძლიათ დაამატოთ 1 ს.კ. ფქვილი.

სუფრასთან მიტანისას მოაყარეთ ოხრახუში.უხდება ბრინჯი გარნირად.

წყარო  ბეჭდვა


ხორცეულის კერძები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze