Pages

ფითი


ფითი მაგარი რამეა.აკეთებენ გაროხითაც, მაგრამ მე უგაროხოდ უფრო მომწონს. ცხვრის ხორცი გამორბილე,
ანუ ძვლები დააცალე, დაჭერი მწვადის ტოლ, მაგრამ უფფრო თხელ ნაჭერებად. აიღე თიხის ქოთნები (ჯერ ერთში სცადე .
მე 4-5 ცალს ვაკეთებ სუფრისთვის),პირველი ფენა -ხორცი, მერე ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი. მერე ისევ ხორცი და ა.შ. ქოთნის ორ მესამედამდე. სულ ზემოთ ხორცი მოაქციე. ფენებს შორის ჩაუმატე ძირა, მარილი, შავი პილპილი,ბაჰარი(დუშისტი),ქოთანზე თითო დაფნის ფოთოლი, დაასხი წყალი ისე, რომ ხორცის ზედა ფენა გამოჩნდეს და შედგი ღუმელში.
ხახვი რაც მეტია, უკეტესია. ნახავ რა კაი რამეა. თან წვნიანია ,
თან სურნელოვანი.

წყარო  ბეჭდვა


ხორცეულის კერძები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze