Pages

კარტოფილის კატლეტი კიევურად


1 კგ.კარტოფილი
მოვხარშოთ კანიანად,გავფცქვნათ,გავხეხოთ სახეხზე.
100გრ.ყველი(ნაკლებ მარილიანი)გავხეხოთ სახეხზე.
2 ცალი კვერცხი.
ყველაფერი კარგათ მოვზილოთ დავამატოთ შავი პილპილი,გემო გაუსინჯოთ(თუ მარილი აკლია ცოტა დავაყაროთ) და შევდგათ ეს მაცივარში 30 წუთით,სანამ გულსართს მოვამზადებთ.
გულსართი:
400გრ. შერეული ფარში
1 თავი ხახვი წვრილად დავჭრათ და ფარშთან ერთად მოვშუშოთ,შევანელოთ გემოვნებით.

გამოვიღოთ კარტოფილის მასა,მუQის ხელა გუნდები მოვამზადოთ,გავაბრტყელოთ,ჩაუდოთ გულსართი და მოვუკრათ პირი.
ამოვავლოთ ფქვილში,გათქვეფილ კვერცხში,საფანელში და ბევრ ცხიმში შევწვათ.
მივირთვათ ბოსტნეულთან ერთად ან სალათთან ერთად.

პ.ს. ცოტა ხელზე მეკრობოდა კარტოფილის მასა და მე პირდაპირ ფქვილ მოყრილ ფიცარზე ,ხელით ვაბრტყელებდი,ვუდებდი გულსართს და ღვეზელივით პირებს ვუერთებდი

წყარო  ბეჭდვა


ხორცეულის კერძები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze