Pages

ღორის მჭლე სამი პილპილის სოუსში


1 - 1,5 ღორის მჭლე ხორცი (შეიძლება ხბოც)
50გ კარაქი
2 ხახვი
1კ ქონდარი
2 სუფრის კოვზი ახლად დანაყილი შავი პილპილი
2 სუფრის კოვზი მთლიანი მწვანე პილპილი
2 სუფრის კოვზი მთლიანი ვარდისფერი პილპილი
2 სუფრის კოვზი მდოგვი (ცხვირში რომ გიღიტინებს ისეთი)
300 მლ არაჟანი
200 მლ საქონლის ბულიონი
1 დიდი ჭიქა წითელი მშრალი ღვინო
მარილი, ზეთი

ხორცს თუჯის დახურულ ჭურჭელში ჩასხმულ ცოტა ზეთით და წყალით შედგამთ 200°-ზე გახურებულ ღუმელში, დატოვებთ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში (გააჩნია ხორცის რაოდენობას და ხარისხს)
ამასობაში ტაფაზე კარაქში შეაყვითლებთ წვრილად დაჭრილ ხახვს
ჩააყრით სამ პილპილს, ქონდარს
დაუმატებთ მდოგვს, არაჟანს, ბულიონს, ღვინოს, მარილს
გამოიღებთ ხორცს დაჭრით საშუალოდ თხელ ნაჭრებად დაამარილებთ, დაასხამთ სოუსს და ისევ შედგამთ ღუმელში თავახდილს (180°-მდე დაუწევთ)
დროდადრო უნდა ურიოთ სოუსს ხის კოვზით, და დააცადოთ სანამ არ განახევრდება
გამოღების შემდეგ აცალეთ ცოტა გაგრილება

წყარო  ბეჭდვა


ხორცეულის კერძები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze