Pages

ბატკნის ჩაქაფული


ბატკნის ხორცს (მთლად ქორფა არ გინდათ!) გარეცახთ, ძვლიანად დაჭრით ნაჭრებად (არ მსხვილ, არც წვრილ, უფრო საშუალო, ან გემოვნების მიხედვით) და ჩადებთ ქვაბში, იქვე დაუდებთ ცოტა დუმის ქონს, იმას - წვრილად დაჭრილს). დადგამთ ძალიან ნელ, ლამის მბჟუტავ ცეცხლზე და ადუღებთ იმ საკუთარ წყალში, რომელიც გამოუვა. გარეშე წყალს საერთოდ არ დაასხავთ არც ერთ ეტაპზე. თუ ამოშრა ხორცის მომზადებამდე, დაუმატებთ ღვინოს. რომ ამოშრება სითხე და ხორციც მომზადდება , დაასხით ისევ ღვინო (ცოტა!). დააყარეთ ერთი ფენა ნახევარრგოლებად დაჭრილი ხახვი. პარალელურად დაჭერით ბლომად ქინძი, იმის ნახევარი ოხრახუში და ერთი ბეწო ნიახური + ბლომად ახალი ხახვი + გრძელი კახური წიწაკა (გემოზე), აურიეთ ერთმანეთში და მოზადებულ ხორცს დაადეთ ეს ყველაფერი ფენად.
დაუმატეთ ტყემალი (მე კონსერვირებული მირჩევნია ხოლმე, მაგრამ ახალიც კარგია, თუ მწარე არ არის) გემოზე.
ბლომად ქორფა ტარხუნა დაჭერით მსხვილად, ან, თუ ღერო მაგარი აქვს, ეგ ღერო გამოაცალეთ, დატოვეთ მხოლოდ ფოთლები და აღარ დაჭრათ და ეგ ტარხუნაც ზემოდან დაადეთ ფენად.
ფენები უნდა ისეთი იყოს, რომ მათ ქვეშ ხორცი არ ჩანდეს! დაახურეთ ხუფი
თუ ცეცხლი მბჟუტავია, ჩაქაფული მზად რომ იქნება, წამოიდუღებს და ზემოდან მოადგება ქაფი!
მაგიტომ ჰქვია ჩაქაფული
ცოტა ხანი აცადეთ, იმ ქაფის მოხსნა არ დაიწყოთ!
ბოლოს ისევ შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა ღვინო.
ქაფის გამოჩენიდან 15-20 წუთში კერძი მზადააა, მიირთვით ცხლად.
ხო, სულ დასაწყისში მარილი არ დაგავიწყდეთ. გარდა ამისა, ვისაც უყვარს, შეუძლია მწვანილამდე ცოტა დაფქვილი წითელი წიწაკა დაამატოს, არომატისთვის, მხოლოდ მოუხდება.


ჩაქაფული სასურველია ბატკნის,თოხლის,ან ცხვრისგან გააკეთოთ.ხორცი იჭრება საშუალო ნაჭრებად,მასთან ერთად იჭრება ქინძი,ტარხუნა,მწვანე ხახვი,ნიორი,წიწმატი,მწვანე წიწაკა.ეს ყველაფერი იყრება ქვაბში ერთმანეთში არეული ვუმატებთ თეთრ ღვინოს0.5ლიტრს, ცოცხალ ტყემალს 10-15 ცალს
და ვხარშავთ.ხორცი როგორც მოიხარშება ვუმატებთ მარილს გემოზე და თუ დაიშრო ცოტა ღვინოს ან წყალს.
3კგ ხორცზე-1 დიდი კონა(1ლარიანი)ქინძი,8კონა ტარხუნა,4-5კონა მწვანე ხახვი,1 კონა წიწმატი-არ არის აუცილებელი,5-6 კბილი ნიორი,მწვანე წიწაკა და მარილი -გემოზე.

მე ბევრი წვენით მიყვარს და ცხარე ,ამიტომ ღვინოს და წყალს ბევრს(1-1.5ლ)ვუშვები.ხორციც მიყვარს ჩახარშული,თითქმის ჩაქნილი.

მწვანილები დიდხანს როცა იხარშება ხორცთან ერთად,კარგავენ თავის პირვანდელ არომატს ,ამიტომ მე მწვანილების ნახევარს ვინახავ და როცა ფაკტიურად მზად მაქვს ჩაქაფული,ზემოდან ვაყრი,2 წუთს ვაცლი და გადმოვდგავ ცეცხლიდან.10 წუთის მერე შეიძლება მირთმევა ჩაქაფულის,ახალი+გაძლიერებული არომატებით შეჯერებული ჩაქაფული 100მაგად მადისაღმძვრელი ხდება

წყარო  ბეჭდვა


ხორცეულის კერძები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze