Pages

ხორცის რულეტი


ინგრედიენტები:

500 გ შერეული ფარში (საქონელი და ღორი)
12 ნაჭ. სალიამი
4-5 ხამონის ნაჭრები (შეგვიძლია შევცვალოთ)
ისპანახის ფოთლები (ღეროს გარეშე)
ნახევარი ლიმონი
100 გ პურის გული
ცოტა ყველი (სულგუნი, მოცარელა)
2-3 საშუალო ახალი ხახვი თავის ფოჩებიანად
1 კვერცხი

მომზადება:

1. კვერცხი ავთქვიპოთ და ნახევარი ათქვეფილი კვერცხის მასა შევურიოთ 30 გ პურის გულთან და ხორცის ფარშთან.კარგაD ავზილოთ და გადავაბრტყელოტ მართკუთხედად კალკაზე.

2. 3. 4. ზევიდან მოვათავსოთ ისპანახის ფოთლები, სალიამი და ხამონი.

5. ცალკე ავურიოთ კარგად დანარჩენი 70 გ. პური, დაბლანდებული ლიმონი, ყველი და ის ნახევარი ათქვეფილი კვერცხი.

6. ყველაფერი ეს დავადოთ ხორცის ფარშა და კარგად დავტკეფნოთ.

7. 8. 9. კალკის ქაღალდის დახმარებით ფრთხილად გადავახვიოთ და თნ ვტკეპნოთ რულეტი, გვერდებზე გადმოსული ხორცი კი ხელით ჩავტენოთ და დავტკეპნოთ ისიც.

10. გადავახვიოთ მთლიანად კალკაში რულეტი. გვერდებზე კარგად თუ არ ეფარება, მეორე კალკა ავიღოთ და გვერდები დავუფაროთ.
ჟარონას მოვასხათ ცოტა ზეთი ან კარაქი და შევდოთ წინასწარ გახურებულ (220 გრ) ღუმელში 45-50 წთ.

11.გამოვიღოთ, გადავაცალოთ ქაღალDი, დავუმათოთ ცოთა ცხიმი და ისევ ღუმელში შევდოთ რომ დავაწითლოთ ზევიდან

12. 10 წთ ის შემდეგ გამოვიღოთ, ცოტა დავაცადოთ შენელება და დავთჭრათ.

კართოფილის ფიურესთან ან ბრინჯთან მივირთვატ

წყარო  ბეჭდვა


ხორცეულის კერძები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze