Pages

არტალის რბილობი ქლიავით და სკონებით


არტალის რბილობი 1 კგ.

ტკბილი ქლიავი 7-8 ცალი

3 დიდი თავი ხახვი

3-4 კბილი ნიორი

70-80 მლ.ბალზამიკოს ძმარი

1 ს.კ. ტომატ პასტა+1 ჩ.კ. შაქარი

ცხარე წითელი წიწაკა

მარილი

2ჩ.ჭ. ბულიონი ან წყალი



სკონებისთვის:

300გრ.ფქვილი+0,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

50გრ. კარაქი

ცოტა მარილი

რძე რამდენსაც აიღებს

კამა და მწვანე ხახვი წვრილად დაჭრილი ცოტა
მომზადების წესი

ხორცი დავჭრათ საშვალო ზომაზე,ამოვავლოთ ფქვილში და დავაწითლოთ ზალიან მარალ ტემპერატურაზე ზეთში.ამოვალაგოთ ტაფიდან და გადავიტანოთ ცეცხლ გამძლე ღრმა ყალიბში ან თუჯის ქვაბში(განიერში).

დავჭრათ ნახევარ რგოლებად ხახვი და მორჩენილ ცხიმში კარგათ მოვშუშოთ,ბოლოს დავამატოთ დაჭრილი ნიორი და ქლიავის ნახევრად გაყოფილი ნაჭრები,ვშუშოთ ცოტახანი დავამატოთ ტომატ პასტა,ბალზამიკო ,ცოტახანი ვშუშოთ და გადავიტანოთ ხორცზე.დავასხათ ბულიონი,მოვაყაროთ ცოტა მარილი,წიწაკა და შევდგათ რუმელში(თავდახურული) მოვამზადოთ დაახლოებით 1,5-2 საათი.

ღუმელში შევდგათ მაღალ ტემპერატურაზე და როცა ადუღდება დაუწიოთ 170 გრადუსამდე და გავაგრძელოთ მზადება.თუ ძალიან დაისრობს სითხეს ოდნავ დავამატოთ ბულიონი,თხელი არუნდა იყოს კერძის მასა.



მოვამზადოთ სკონები:

მარილი+ფქვილი+გამაფხვიერებელი აურიოთ.დავამატოთ კარაქი და ჩანგლით მივიყვანოთ ფხვიერ მასამდე,დავამატოთ მწვანილი და ცოტა რძე(იმდენი რომ მასა მხოლოდ შეიკრას!),ხელით არვზილავთ! გადავიტანოთ ცომი ფქვილ მოყრილ მაგიდაზე,გავშალოთ 3-4 სმ.სისქეზე და მოვჭრათ სკონები.

ეს ცომი დავადოთ ჩვენს მომზადებულ კერძს და გამოვაცხოთ კიდევ 30 წუთის განმავლობაში.
დამატებითი ინფორმაცია

მე უბრალოდ თუნუქის ფურცელზე გამოვაცხე(მიყვარს კარგათ დაწითლებული) და მერე დავალაგე ზემოდან,ვამზადე კერძთან ერთად კიდე 10 წუთის განმავლობაში.


წყარო  ბეჭდვა


ხორცეულის კერძები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze