Pages

ღორის შაშხი


პირველ რიგში საჭიროა ბურვაკის უკანა ბარძაყი ზურგამდე ე.ი. კანჭის ზემოთ. მთლიანი.
ამზადებ მარილწყალს- ჭიქანახევარ მარილზე სამი ლიტრა წყალი. ჩადებ ცელოფანის პაკეტში ხორცს და მარილწყალს ისე დაასხამ, რომ დაიფაროს. 2 დღე გრილ ადგილას მაგ. მაცივარში გქონდეს, რომ მარილი გაუჯდეს.
მერმე 100 გრადუსიან ჰაეღუმელში შედგამ თერმომეტრ გარჭობილს. ხორცის ტემპერატურა 78-80 გრადუსზე რომ ავა მზად იქნება. კარგი იქნება რომ შაშხს, ჰაერღუმელში წყლიანი ჭურჭელი შეუდგა ქვეშ, რათა ტენიანობაც იყოს და თან ჩამოწვეთებული ცხიმი არ მიიწვას ჰაერღუმელმა. მაგ. 3 კილოიან ნაჭერს თითქმის 5 საათი მოუნდა. როცა მომზადდება გამოიღებ, ტყავს მოაცლი და მდოგვს შეაზილავ. შემდეგ დაფქულ "სუხარს" ბლომად შემოავლებ და მაგრა გახურებულ ღუმელში ცოტა ხნით შედგამ, რადგან ზედპირი გარგად ჩაიბრაწოს. ოღონდ ძალიან ცოტა ხნით. ეგაა და ეგ- შეგიძლია მთელი კვირა მიირთვა- ცივად არის მშვენიერი. ჩამოათლი და გარნირად შემწვარი კარტოფი, ტყემალი, შავქლიავი, მდოგვი და რაც გაგეხარდება...

წყარო  ბეჭდვა


ხორცეულის კერძები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze