Pages

ჩებურეკი 2 ვარიანტი


ცომი: 4 ჩ.ჭ. ფქვილი
-------1,5 ჩ,ჭ წყალი
-------1 ს.კ. ცხიმი (ნებისმიერი)
-------ნახევარი ჩ.კ. მარილი

ვადუღებ წყალს+მარილი+ცხიმი და შევათქვეფავ 1 ჩ.ჭ ფქვილს,კარგად უნდა გაიხსნას ფქვილი.
გავაციოთ ცომი და დაუმატოდ კვერცხი და დანარჩენი ფქვილი.კარგად გადავზილოთ ცომი,ხელებს არუნდა ეკვრებოდეს(თუ ფქვილის დამატებას ითხოვს ცომი,დაუმატოდ ცოტა).დავდოთ ცომი და 1-2 საათით დავასვენოთ.მზად არის გამოსაყენებლად.

1.ცხიმს ვამატებთ ცომში იმიტომ რომ,გამოცხობისას აძლებს დამახასიათებელ ბურთულების ეფეკტს ,ცომის ზედაპირზე.

2.ფქვილის ნაწილის ჩახარშვით ცომი უფრო ელასტიური და რბილი ხდება.

ჩებურეკები

ცომისათვის:
4 ჩ.ჭ ფქვილი
1,3 ჩ.ჭ წყალი
1 ცალი კვერცხი
0,5 ჩ.კ. მარილი
1_2 ს.კ. კარაქი
წყალი ავადუღოთ კარაქთან და მარილთან ერთად,გადმოვდგათ.
0,5 ჩ.ჭ ფქვილი შევაზილოთ წყლს(ცხელს!).დავდგათ გასაციებლად.
გავთქვიფოთ კვერცხი და ცივ,მოხარშულ ცომს შეურიოთ.დავამატოთ დანარცენი ფქვილი და მოვზილოთ ცომი.გადავახვიოთ საკვებ პარკში და დავასვენოთ მაცივარში 1 საათით.

გულსართი:
700გრ. ხორცი(უმჭობესია ცხვრის და ძროხის ხორცის ნარევი,სანახევროდ),დავკეპოთ ცვრილად(მსხვილად გავატაროთ ხორცსაკებ მანქანაში).
2-3 თავი ხახვი წვრილად დავჭრათ.
0,5 ჩ.ჭ წყალი.
ცოტა ოხრახუში და ძირა+მარილი.
მოვამზადოთ გულსართი.

ცომისგან გავშალოთ როგორც ხინკლისთვის,მრგვალი ფორმის,თხელი ფირფიტები,დავადოთ გულსართი,მოვუკრათ პირი და ფრიტიურში შევწვათ.
ანუ მე ჩავასხი პატარა ქვაბში ბევრი ზეთი და ჩავყარე ჩებურეკები.

 

1 ცალი ჩებურეკის მოსამზადებლად საჭიროა 90 გრ ცომი (ქათმის კვერცხის ხელა) და 50 გრ ფარში  ,ცომში 1ს.კ.სპირტი დაამატე და ხრაშუნები იქნება

ფარში: უმი ცხვრის ან საქონლის ხორცი (შეიძლება ღორიც) 500 გრ, ხახვი - 2-3 საშუალო ზომის თავი, გავატაროთ ხორც-საკეპ მანქანაში, ან დავკეპოთ ბლენდერით, დავამატოთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. შეიძლება მწვანილიც (გემოვნებით).
ხორცის მასა უნდა იყვეს ცხიმიანი და წვნიანი, შეიძლება გათხელდეს თბილი წყლით ან მაწონ-კეფირით (ეს გემოვნებაზეა).
ერთი სიტყვით, ხინკლის ფარშის მსგავსია.

ცომი: 1 კგ. ფქვილი, წყალი, მარილი 1 ჩაის კოვზი, შაქარი 1 ჩაის კოვზი, კვერცხი 1-2 ცალი. 1ს.კ.არაყი თუ გინდათ კნაწუნა იყოს
ცომის მომზარების რამდენიმე მეთოდი არსებობს:
1. ფქვილში გავაკეთოთ ჩაღრმავება და ჩავუშვათ მდუღარე წყალი (იმდენად ცხელი, რასაც ხელი გაუძლებს), თუ ვზილავთ კვერცხზე, მაშინ კვერცხი, მარილი და შაქარი გავხსნათ ცოტა-ოდენ წყალში და ისიც დავამატოთ ფქვილისა და ცხელი წყლის მასას და ვზილოთ ელასტიური, რბილი ცომის მიღებამდე. ცომი უნდა იყვეს გაცილებით რბილი, ვიდრე ხინკლის ან პილმენის ცომია.

2. ტრადიციული, ყირიმული წესი - წყალი, მარილი შაქარი, კვერცხი ერთად გავაცხელოთ და ამ მასით მოვზილოთ რბილი, ელასტიური ცომი. ასევე უშვებიან 2 ჩაის კოვზს არაყსაც, თუმცა ეს მეთოდი და ეფექტი არ მიცდია და არც არგუმენტაცია ვიცი, თუ რატომ არის საჭირო.

თუ ფარში უკვე მზად გაქვთ, მაშინ იწყებთ ცომის გაბრყტელებას; თუ არა, სანამ ფარშს მოამზადებთ, ცომი შეინახეთ გრილ ადგილას, ან მაცივარში.

ცომი ბრტყელდება და იჭრება თხელ 2-3 მმ, მრგვალ 10-12 სმ დიამეტრის წრეებად, 1 სუფრის კოვზი ფარში იდება ცომის ერთ ნახევარზე და ეფარება მეორე ნახევარი, ეკვრება გვერდები, რომელიც შეგიძლიათ მოაჭრათ ფიგურულად , სპეციალური კულინარიული საჭრელით, ან დააფიქსიროთ ჩანგლის კბილანებით.
შეკრულ, დახურულ ცომს მიეცით მოგრძო, ნახევარ მთვარისებული ფორმა. ეს მარტივად კეთდება - ცომის კიდეების ონდავი გაწელვით.

მოხარშეთ ფრიტიურნიცაში, ან ბლომად ზეთ-მოსხმულ ტაფაში, ისე რომ მთლიანად იფარებოდეს ჩებურეკი.



 

წყარო  ბეჭდვა


ხორცეულის კერძები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze