Pages

მაკარონი ხორცის სოუსით და ყველით


500გრ.მაკარონი

500გრ.ქათმის ან ღორის+საქონლის ფარშის ნაზავი

4-5 ცალი პამიდორი(კანგაცლილი,დაჭრილი)

1ჩ.კ.ტომატ პასტა

3-4კბილი ნიორი

ხახვი სურვილისამებრ

მარილი,პილპილი

ბაზილიკი(ესეც გემოვნებით)

1ჩ.ჭ.დახეხილი მშრალი ყველი

250გრ.გაუდა ყველი


მომზადების წესი

მოვხარშოთ ბევრ წყალში მაკარონები,დაახლოებით 10-12 წუთი ვხარშოთ. უნდა იყოს ნახევრად მოხარშული.გადავწუროთ და ცივი წყლის ქვეშ გავაციოთ, მოვასხათ 1ს.კ.ზეთი და მოვაყაროთ გახეხილი მშრალი ყველი, ამოურიოთ.

26სმ.დიამეტრის ხსნადი ტორტის ყალიბს წავუსვათ კარაქი და მაკარონები ვერტიკალურად დავალაგოთ.

მოვამზადოთ ხორცის სოუსი:

მოვშუშოთ ხორცის ფარში კარგად,დავამატოთ დაჭრილი პამიდორი+ტომატ პასტა,გავაგრძელოთ მზადება.შევანელოთ დანარჩენი ინგრიდიენტებით გემოვნებით და იმის გათვალისწინებით რომ, ყველიც მარილიანია ცოტა :)



ეს ხორცის გემრიელი სოუსი მოვასხათ მაკარონებს ზემოდან და ცოტა დავტკეპნოთ რომ, ჩააღწიოს მაკარონებში და მათ შორის.

შევდგათ ღუმელში 200გრადუსზე და მოვამზადოთ დაახლოებით 15 წუთის მანძილზე,დავახეხოთ გაუდა ყველი, დაუწიოთ ღუმელის ტემპერატურა 180 გრადუსამდე და გავაგრძელოთ მზადება იქამდე სანამ ყველი არდაადნება მაკარონს.

ღუმელიდან გამოღების მერე დავასვენოთ 15 წუთის განმავლობაში.მოვხსნათ გვერდი ყალიბის და დავჭრათ.

მცენარეული შემადგენლობით:  მოშუშე ბოსტნეული პამიდორში და გადაასხი

წყარო  ბეჭდვა


ხორცეულის კერძები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze