Pages

გამბო Gumbo


ქათმის ხორცი - 800 გრ (4 ფერდი ძვლით, 2 მკერდის ფილე);

ძეხვი ან მონადირული სოსისი - 100 გრ;

ბულგარული წიწაკა - 1 ცალი (200 გრ);

ხახვი 2 საშუალო თავი (300 გრ);

ფქვილი - 2 სადილის კოვზი;

ზეთი - 2 სადილის კოვზი;

წყალი 1 ლიტრი;

ცხარე წიწაკა - 1 ცალი (გემოვნებით);

კეიჯან საკმაზი - 1 ჩაის კოვზი (რეცეპტი იხ. ქვემოთ);

დაფნის ფოთოლი - 2 ცალი;

ნიორი - 2 კბილი;

ნიახური, ქინძი - ნახევარი კონა;

worcesterchire sauce ან კვაწარახი - 1 ჩაის კოვზი

ქვაბში ჩადევით ქათმის ნაჭრები, დაასხით 1.5 ლიტრი წყალი, (შეგიძიათ დაფნის ფოთოლი, ნიახური და სხვა არომატიზატორებიც ჩააბატოთ) და მოადუღეთ ბულიონი. როცა ხორცი მოიხარშება, ამოიღეთ, მოაყარეთ მარილი და გააცალეთ ძვალს. ძვლები ისევ ჩააბრუნეთ ბულიონში და დააგრძელეთ ხარშვა, საერთო ჯამში 50-60 წუთი მაინც უნდა მომზადდეს ბულიონი;

მოხალეთ ფქვილი მშრალ, გახურებულ ტაფაში;

ფერის გამუქების შედეგ გადაიყვანეთ დაბალ ცეცხლზე და დაასხით ზეთი (ძალიან ფრთხილად და მუდმივად ურიეთ, სანამ მოყავისფრო არ გახდება, ამისთვის 20-30 წუთიც შეიძება იყოს საჭირო, თუ დრო არ გაქვთ ან დაგეზარათ, 50-60 გრ (1 სავსე სადილის კოვზი)  ტომატ-პასტა შეამატეთ ფქვილის და ზეთის მასას (cajun Gumbo-ს არ ერევა პამიდორი, croele-ბის, კი პირიქით პამიდვრით მზადდება);

დაჭერით ბოსტნეული წვლილად, ლობიოს მარცვლის ხელად;

დაჭერით ქათმის ხორციც და ძეხვიც ასევე პატარა ლუკმებად;

როცა "კრემი" (ზეთით და ფქვილით) მომზადდება - ჩაამატეთ დაჭრილი ბოსტნეული (წესით ხახვი, ნიახურის ღერო და ბულგარული წიწაკაა საჭირო, თუმცა ნიახურის ღერო საქართველოში არ იშოვება, ამიტომ ბულიონი მოვამზადე ნიახურის ფოთლების არომატით);

როცა ხახვი და ბულგარულიც ჩათუშება, ჩაამატეთ ძეხვი

ჩაამატეთ ქათმის ხორცი და საკმაზიც, მოურიეთ და დაასხით მომზადებული ბულიონი, იმ ოდენობით რომ დაფაროს კერძის შემადგენლობა 2 თითზე (დაახლოებით 1 ლიტრი იქნება საჭირო);

გადაიყვანეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე და კიდევ ითუშოს 30-40 წუთი. საერთოდ, ეს კერძი დროს მოითხოვს, მოსამზადებლად;

როცა საშუალო სისქის და მძაფრად შეკმაზული იქნება (ამ კერძს ასევე არომატის სიმრავლე და სიმძაფრე ახასიათებს) - გადმოდგით ცეცხლიდან და სუფრასთან მიიტანეთ მაშინვე, ცხელი ბრინჯით;

ტრადიციულად, თეფშზე ჯერ ბრინჯს გადაიღებენ და შემდეგ მოასხამენ გამბოს. 

კეიჯანური საკმაზი:

2 სადილის კოვზი მარილი;

1 სადილის კოვზი გამხმარი თავშავა (ორეგანო);

1 სადილის კოვზი გამხმარი ტკბილი წიწაკა (პაპრიკა);

1 სადილის კოვზი კაიანური წიწაკა (ცხარე წითელი წიწაკა);

1 სადილის კოვზი შავი პილპილი.

ყველა ინგვედიენტი უნდა იყოს დაფქვილი (სასურველია ახალ დაქვილი), შეურიეთ კარგად ერთმანეთში და შეინახეთ თავდახურულ ჭურჭელში, რადგან ბევრი სხვა კერხის მომზადებისას გამოგადგებათ, თან ამ შემთხვევაში მხოლოდ 1 სადილის კოვზია საჭირო.

ასევე, დამატებით ამ საქკაზში ურევენ ხახვის და ნივრის ფხვნილს (გამომშრალს) და ქონდარს.. პრინციპში, ამ  შემთხვევაში ეს "გაფართოებული" მიქსი არ არის საჭირო, რადგან ხახვი და ნიორი ნედლად ეძლევა კერძს.. საკმაზის მეორე ვარიანტი გრილის დროს გამოიყენება ძირითადად.

წყარო  ბეჭდვა


ხორცეულის კერძები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze