Pages

ღორის ხორცი ბოსტნეულით და ყველის შტრუდლებით:


უგემრიელესი კერძია,პოლუნური საიტიდან+ჩემი ინტერპრეტაციებით:
1 კგ.ნეკნები ან ბარკლის ნაჭერი ხორცი(უფრო ნაზი გამოდის)
1 ცალი დიდი სტაფილო,ღეროებივით დაჭრილი
2 ცალი კარტოფილი კუბიკებად დაჭრილი
2 ცალი პამიდორი დაჭრილი
2 თავი ხახვი
100მლ.ღვინო
ყველი ბრინზა...ნუ თუ არაგაქვს სულგუნი...
მარილი, პილპილი,ოხრახუში,ნიორი,კოწახურის მარცვლები.
მოზილე ცომი 1,5ჩ.ჭ.ფქვილი+1 ცალი კვერცხი+მარილი და წყალი თვალის ზომით,ხინკლის ნაზი ცომი გამოგივიდეს.დაასვენე პარკში.
ხორცი დაჭერი და კარაქში მაღალ ცეცხლზე დააწითლე,დაამატე ხახვი და სტაფილო+1ს.კ.ფქვილი,ცოტახანს შუშე და დაასხი წყალი ზედაპირი რომ დაფაროს+ასცდეს ერთი თითის სისქეზე,როცა ადუღდება,დაუწიე ცეცხლს და ამზადე ხორცი.
კარტოფილი დააწითლე,ჩაყარე როცა ფაკტიურად ხორცი მზად იქნება+პამიდორიც.
ხახვი მოშუშე+ღვინო დაასხი,შუშე ცოტახანი და გააციე.
ცომი გაშალე,გადაუსვი ხახვის მასა,მოახეხე ყველი(ბრინზა ძალიან უხდება),მოახვიე რულეტივით,დაჭერი,დაალაგე კერძის ზემოდან და ორთქლზე დაასრულებს ცომის რულეტი მზადებას.ასე 10 წუთში მზად იქნება.
დაჭერი მწვანილი +ნიორი.მზას მოაყარე ზემოდან.

წყარო  ბეჭდვა


ხორცეულის კერძები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze