Pages

ჩანახი


1კგ ცხვრის ხორცი+150-200 გრ დუმა, ან 1კგ საქონლის ხორცი (ოღონდ ისეთი კარგი არ გამოდის მე თუ მკითხავ)
1კგ პამიდორი. 1კგ ბადრიჯანი.
800-900 გრამი კარტოფილი, 300 გრ ხახვი, ნიორი 7-8 კბ. რეჰანი, ოხრახუში, 3-4 ღერი ნიახური, 1ჩ.ჭ თეთრი რვინო, პილპილი, მარილი.
კარგია თუ ვაკეთებთ თიხის ჭურჭელში, ან ღომის თუჯიაშიდაც კარგი გამოდის, თხელი ქვაბი და ტეფალი არ უხდება. აკეთებენ ცალ-ცალკე თიხის ჯამებშიდაც თითო ულუფებად და ამ შემთხვევაში (თითოეულ თიხის ჯამში მოვათავსოთ ხორცის ნაჭრები, ორი ცალი საშუალო ზომის მთლიანი პამიდორი (კანიანად), ერთი ცალი ბადრიჯანი, ორი ცალი გაფრცქვნილი კარტოფილი – სიგრძეზე ორად გაჭრილი. მოვაყაროთ მარილი და პილპილი.).....
მთლიანად მომზადების შემთხვევაში: თუჯიაში მოვათავსოთ თხლადდაჭრილი მსუქანი ცხვრის ხორცის ნაჭრები. + მთლიანი პამიდორი (კანიანად), გაფრცქვნილი კარტოფილი – სიგრძეზე ორად გაჭრილი. მოვაყაროთ მარილი და პილპილი.
ბადრიჯანს მოვაჭრათ თავი, ჩავუჭრათ გვერდი და შიგ ჩავაწყოთ მარილმოყრილი ცხვრის დუმის ნაჭრები, წვრილად დაჭრილი ნიორი, რეჰანი, ოხრახუში, ხახვი, ნიახური ავურიოთ ერთად და გადავანაწილოთ ბადრიჯნებში . გამზადებული ბადრიჯანიც ჩავდოთ თუჯიაში, დავასხათ ღვინო შევდგათ ღუმელში ხორცის დარბილებამდე.. თუ ბუნებაში ვართ ხომ საუკეთესო გამოდის პირდაპირ ნაკვერჩხალზე.....

წყარო  ბეჭდვა


ხორცეულის კერძები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze