Pages

საქონლის ღვიძლი


იღებ საქონლის ღვიძლს, ასუფთავებ აპკისაგან, დებ რძით სავსე ჭირჭელში ისე, რომ მთლიანად იფარებოდეს და შედგამ მაცივარში. დილით გამოიღებ და რძეს გადააქცევ. თუ გინდა რომ უფრო გემრიელი გამოვიდეს, მაშინ რძეში დამუსავების პროცესს კიდევ ერთხელ გაიმეორებ. მერმე იღებ ღორის ვიჩინის ცხიმიან ნაწილს, "სალას" და ასანთის ღეროების ფორმაზე დაჭრი(წინასწარ მაცივარში გააცივენ რომ ადვილად დაიჭრას ფორმაზე. აიღებ სადგისივით მჩხვლეტავ ინსტრუმენტს და ღვიძლს ისე დაჩხვლიდავ, რომ ღორის ქონის "ასანთის ღეროები" მთლიანად შევიდეს ნაჩვრეტებში. მერმე შედგამ მთლიან ღვიძლს მხურვალე ჰაერღუმელში და შეწვავ სრულ მომზადებამდე. მანამდე შეგიძლია თეთრი სოუსი მაამზადო და ღვიძლის სრულ მომზადებამდე ათი წუთით ადრე მოასხა ღვიძლს და მერე ისევ შედგა ჰაერღუმელში 10 წუთით. გარნირად კარგად შებრაწული კარტოფილი.


თეთრი სოუსი:

4 სუფრის კოვზი უმარილო კარაქი
ჭიქის 1/4 ფქვილი
0,5 დან 0,75 ლიტრამდე რძე
მარილი
ცოტა, თითებზე, დაფქული მუსკატის კაკალი

კარაქი გავადნოთ სქელძირიან დაბალ ქვაბში. დავამატოთ ფქვილი. 1, ან 2 წუთი ვადუღოთ, მაგრამ არ შევბრაწოთ. რევა-რევაში ნელ-ნელა ვამატოთ რძე, რომ კოშტები არ გაჩნდეს. გააგრძელე ხარშვა და რევა მანამდის, სანამ არ შესქელდება სოუსი. შემდეგ გემოვნებით ჩააყარეთ მარილი, მუსკატის კაკალი და თეთრი პილპილი.


 - მოხარშე ღვიძლი, გაატარე მანქანაში, აურიე კარაქზე მოშუშული ხახვი და სტაფილო, დაკეპილი მოხარშული კვერცხი, მარილი, პილპილი. ზაპეკანკის ფორმაში ან ტაფაზე წაუსვი ცხიმი.დააწყე თხლად დაჭრილი მოხარშული კარტოფილი, ზემოდან ფარში, მერე ისევ კარტოფილი, ისევ ფარში, ისევ კარტოფილი, ზემოდან კარტოფილებს წაუსვი დამდნარი ცხიმი, მერე მოაყარე გახეხილი ყველი და შედგი ღუმელში დასაბრაწად. 
ასეთი ფარში შეგიძლია გამოიყენო ბლინჩიკებთან და ღვეზელების შიგთავსადაც.

წყარო  ბეჭდვა


ხორცეულის კერძები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze