Pages

ძროხის ხორცი ბროკოლით (beef and broccoli)


½ კგ ძროხის რბილი, მჭლე და უძვლო ხორცი
• 300-400 გრამი ბროკოლის პატარა ტოტები
• 3 ს/კოვზი უსუნო ზეთი
• 3-4 კბილი ნიორი
• 2 ჩ/კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი
• 2 ს/კოვზი ბრინჯის ძმარი (გამოდგება თეთრი ღვინის ძმარიც)
• 3 ს/კოვზი სოიოს სოუსი
• 2 ს/კოვზი სეზამის ზეთი
• 2 ს/კოვზი სიმინდის სახამებელი (ჩაანაცვლეთ 1 ს/კოვზი კარტოფილის სახამებლით)
• 1 ს/კოვზი ყავისფერი შაქარი
• მარილი და პილპილი გემოვნებით

• წყალი ბროკოლის მოსაწალად

ძროხის ხორცი დავჭრათ ნახევარი სანტიმეტრის სისქისა და 4-5 სმ სიგრძის ნაჭრებად, მოვათავსოთ ჯამში

• ცალკე ავურიოთ სახამებელი, სოიოს საწებელი, ძმარი, სეზამის ზეთი, 2 ს/კოვზი წყალი და მოვასხათ ხორცის ნაჭრებს, კარგად ამოვურიოთ და დავდგათ 20-30 წუთი დასამარინადებლად

• ქვაბით ავადუღოთ წყალი და ჩავყაროთ პატარა ტოტებად დაჭრილი ბროკოლი

• ცალკე თასში გავამზადოთ ყინულიანი წყალი და დაახლოებით 2 წუთში უკვე ფერშეცვლილი ბროკოლი მდუღარე წყლიდან ცივ, ყინულებიან წყალში გადმოვიტანოთ. ეს აჩერებს ხარშვის პროცესს და ბროკოლი ხასხასა მწვანე ფერს ინარჩუნებს.

• ტაფაზე დავასხათ ცოტა ზეთი (წესით ჩინელები ამას ვოკში აკეთებენ, მაგრამ თუ ეს სპეც.ტაფა არ გაქვთ ამ კერძის გაკეთებისგან თავს ნუ შეიკავებთ, ტაფაშიც მშვენიერი გამოდის), კარგად გავახუროთ და დავყაროთ ძროხის ხორცის დამარინადებული ნაჭრები. თან გამუდმებით ვურიოთ. ტემპერატურა უნდა იყოს საშუალოზე მაღალი. ეცადეთ ტაფაზე ბევრი ხორცი არ დაყაროთ, რომ სიმხურვალე არ დააგდოს და ხორცმა წვენის გაშვება არ მოასწროს. ცოტა ხანში დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და ჯანჯაფილი.

• ხორცი რომ მოიბრაწება, დაუმატეთ 1/3 ჭიქა წყალი და უკვე მოწალულ-გაციებული ბროკოლი, ამოურიეთ, გააჩერეთ ცეცხლეზე 1-2 წუთი და წვენს რომ ცოტა შეიშრობს, გამორთეთ. ვინაიდან ჩინელები სოიოს საწებელსა და თევზის საწებელს იყენებენ ამ კერძში, შესაბამისად მარილი რეცპტში მითითებული არაა, თუმცა მე ცოტა მარილი დავუმატე, რადგან თევზის სოუსი არ გამომიყენებია.

• ტრადიციულად უხდება თეთრ გრძელ ბრინჯს და არის ძალიან გემრიელი

წყარო  ბეჭდვა


ხორცეულის კერძები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze