Pages

გებჟალია


დაგჭირდებათ:
უმარილო, ჭყინტი ყველი - 1 ან 2 თავი
პიტნა (1 კონა), მწვანე წიწაკა (თუ მწარე არ გიყვართ ნახევარი პარკი საკმარისია), მარილი - თუ არ დაგეზარებათ როდინში დანაყეთ, ასე უფრო გემრიელია. თუ არა, დაბლენდერებულსაც არა უშავს. - ეს შიგთავსია.
მაწონი - 1 ქილა

განიერპირიანი ქვაბით ცეცხლზე შემოდგით წყალი. (არ აადუღოთ, ისე გააცხელეთ, რომ ხელი არ დაგწვათ). სანამ წყალი გაცხელდება, ყველი დათალეთ თითის სისქე ნაჭრებად. ყველის ნაწილი ჩადევით ქვაბში (ძირი რომ დაფაროს იმდენი) და დააცადეთ 5 წუთი, მერე ხის კოვზით მოსინჯეთ, ყველი უნდა დარბილდეს და გაიწელოს. სწრაფად გადმოიტანეთ სინზე ("Поднос") და მართკუდხედის ფორმაზე გააბრტყელეთ 1-1,5 სმ სისქეზე. ზემოდან გადაუსვით წინასწარ მომზადებული შიგთავსი და რულეტივით გადაახვიეთ. ოდნავ აცადეთ, რომ შეგრილდეს და სასურველ ზომაზე დაჭერით (მე რომბების ფორმით ვჭრი). მზა ნაჭრები გადააწყვეთ მინის რღმა ჯამში, ხოლო სინში მოგროვილი წვენი ცალკე ჭურჭელში გადაინახეთ. 
იგივე წესით მოამზადეთ დარჩენილი ჭყინტი ყველი. 

მაწონი გაქენით და ნელ-ნელა ჩაუმატეთ ცალკე მოგროვილი წვენი. (ცოტა თხელი გააკეთეთ, რადგან ყველი სითხეს შეიწოვს). შეგიძლიათ შიგთავსის 1-2 კოვზიც დაამატოთ. ეს მასა მოასხით ყველს და შედგით მაცივარში. 1 საათი საკმარისია 

დღის შოუს რეცეპტი

რძე 1ლ, ნადუღი 500გრ, სულგუნი 500გრ,არაჯანი 250გრ,მარილი, პიტნა 

შევათბოთ რძე ჩავყაროთ სულგუნის ნაჭრები როცა წელვადი გახდება თუშფალანგში გადმოვასხათ და დამბალი სულგუნი გავაბრტყელოთ მოვაყაროთ დაკეპილი პიტნა,მარილი და გადავახვიოთ რულეტივით მორჩენილი 200გრ რძე +ნადუღი +არაჟანი  აურიოთ ბლენდერით. ეა სოუსი რაშიც ჩავდებთ დაჭრილ რულეტის ნაჭრები



წყარო  ბეჭდვა


სალათები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze